Sunday, March 27, 2011

პროექტი

როექტის სახელწოდება:     როგორ ვებრძოლოთ სქოლიოზის გართულებას მოზარდებში
პროექტის მთავარი იდეა:    დაავადების აღწერა,სქოლიოზი-ანუ ხერხემლის გამრუდება,   საქართველოში ძალზე გავრცელებული დაავადებაა. ეს არის სხეულის ძირითადი სწორი ღერძიდან ხერხემლის სვეტის გადახრა. პროექტის მთავარი იდეაა სკოლებში სქოლიოზით დაავადებული ბავშვების დროულად გამოვლენა, მათი სამკურნალო დაწესებულებებში გაგზავნის მიზნით.
პროექტის აქტუალობა:      დღეს არსებულ  ორთოპედიულ დაავადებებს შორის ყველაზე უფრო
გავრცელებულია სქოლიოზი. 100 ბავშვიდან 50 შეიძლება დაავადებული იყოს სქოლიოზის პირველი ხარისხით. არსებობს სქოლიოზის  5 ხარისხი. პირველი ხარისხი შედარებით მსუბუქი ფორმაა, მეხუთე შესაბამისად ყველაზე მძიმე.  რა თქმა უნდა  სქოლიოზის  ჩამოყალიბებისა და გართულების  წინააღმდეგ  დიდი მნიშვნელობა აქვს გამართულ სიარულს  და ჯდომის სწორ მანერას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ხერხემლის გამრუდება  უყალიბდებათ ბავშვებს, რომლებიც ამის მიმართ მიდრეკილნი არიან, ანუ ვისი შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებაც მუცლად ყოფნის პერიოდშია დარღვეული, სქოლიოზი შეიძლება ჩაითვალოს განუკურნებელ დაავადებად. როგორც ყველა დაავადების, ასევე სქოლიოზის მკურნალობა საწყის ეტაპზე უფრო ეფექტურია, თუმცა
სქოლიოზისაგან სრული განკურნების მეთოდი დღესდღეობით არ არსებობს.  მხოლოდ შესაძლებელია დაავადების შეჩერება  კონსერვატიული მეთოდებით.  გამონაკლისია  პირველი ხარისხის  სქოლიოზი.  ამ შემთხვევაში თუ ბავშვი თვითონ არის მონდომებული  დაავადება შეიძლება დაემორჩილოს მკურნალობას და ავადმყოფი მთლიანად განიკურნოს,  მაგრამ უპირველეს ყოვლისა  დეფექტი დროულად უნდა იქნას გამოვლენილი. თუ ეს მომენტი მშობელს   როგორღაც  გამოეპარა, სკოლაში სპორტის მასწავლებლის ხელმძღვანელობით  იქმნება მოსწავლეთა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაინტერესებული იქნება იმის გამოკვლევით, თუ რამდენად არის ეს დაავადება გავრცელებული კონკრეტულ სკოლაში. შეინიშნება თუ არა დაავადებული ბავშვების რაოდენობის ზრდა ან კლება.
პროექტის მიზნები:             პროექტის მიზანია დაეხმაროს  სქოლიოზით დაავადებულ ბავშვებს , ამისათვის სამუშაო ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს  გეგმა, მოიძიოს მასალები ინტერნეტში აღნიშნული დაავადების შესახებ ჩატარდეს ერთობლივი მუშაობა მშობლებთან, შედგენილი იქნას დიაგრამები დაავადების ზრდის ან კლების შესახებ.
მოსწავლეთა ასაკი:                 I-XI    კლასები.
ვადები, ხანგრძლივობა:  წლის განმავლობაში
მოსალოდნელი შედეგები:  შეიქმნება ალბომები, ვებ-გვერდი, ჩანახატები.
პროექტის შესაძლო აქტივობები სკოლაში:  დაავადების შესახებ მასალების მოძიება ინტერნეტში, ამ მასალების , დიაგრამების, სხვადასხვა სპეციალისტების მოსაზრებების  სისტემატიური  გამოქვეყნება, სამუშაო ჯგუფის მიერ მშობლებთან ერთად  პაქტიკული სამუშაოების ჩატარება.
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  პროექტი უშუალო კავშირშია  ანატომიასთან,
კერძოდ ადამიანის ძვლოვანი სისტემის აგებულებასთან.
პროექტის ხელმძღვანელი:   თამარ   კაპანაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamaritatiakap@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.tamaritatiakap.blogspot.com